English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაციანაშრომი ეძღვნება ისეთ საინტერესო სფეროს, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიები -IT, კერძოდ კი პროგრამული უზრუნველყოფა. მასში განხილულია დარგის მოკლე ისტორია, მოყვანილია აღნიშნული ინდუსტრიის დღევანდელი TOP- ათეული. ნაშრომში ასევე განხილულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: IT - სექტორი, პროგრამული უზრუნველყოფა. არალიცენზირებული პროგრამები, „პირატობა“. 

პროგრამული უზრუნველყოფა IT (Information Technology) სექტორის ძირითადი კომპონენტია. იგი წარმოადგენს იმ კომპიუტერული პროგრამების ერთობლიობას, რომლებიც ექსპერტების მიერ მუშავდება ინდივიდუალური მომხმარებლების ან ორგანიზაციების დასახმარებლად, მათ მიერ კომპიუტერის გამოყენებით სხვადასხვა ფუნქციების შესრულების პროცესში ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ნათელ მაგალითს, ანუ მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თანაც იგი მხოლოდ მორალურად შეიძლება მოძველდეს, ფიზიკურად - არასოდეს.

თვითონ ტერმინი „პროგრამული უზრუნველყოფა“ XX საუკუნის 60-იან წლებში გავრცელდა, ხოლო ამ დარგში პირველ კომპანიად ითვლება 1959 წელს როი ნატის და ფლეჩერ ჯოუნსის მიერ დაფუძნებული Computer Sciences Corporation, რომლის საწყისი კაპიტალი 100 დოლარი იყო. კორპორაციის პირველ კლიენტებს შორის  იყო ისეთი გიგანტი, როგორიცაა NASA.

დღეს პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის TOP ათეული ასე გამოიყურება:

IBM – International Business Machine - გიგანტი კორპორაცია, რომლის შტაბბინა აშშ-შია, მაგრამ მუშაობს მსოფლიოს 200 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 40 000-ზე მეტი ადამიანი. IBM-ს გააჩნია 9 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მთელ მსოფლიოში. მას უზარმაზარი წვლილი შეაქვს მსოფლიო ბიზნესის ინოვაციური განვითარების პროცესში.

Microsoft - ამერიკული მრავალნაციონალური საზოგადოებრივი კორპორაცია, რომელიც დააფუძნა ბილ გეიტსმა 1975 წელს და რომლის შტაბბინაც ვაშინგტონშია. შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კორპორაციაა, რომლის საოპერაციო სისტემაა Windows-ი. დიდხანს ის მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე იყო.

Oracle - ამერიკული მრავალნაციონალური კორპორაცია, რომელიც სპეციალიზებულია კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებაზე. მისი შტაბბინა კალიფორნიაშია.

SAP AG - გერმანული გლობალური კორპორაცია, რომელიც დააფუძნა IBM - ის ხუთმა ყოფილმა თანამშრომელმა გერმანიაში 1972 წელს და რომელიც აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას საწარმოებისათვის. ითვლება, რომ ის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორაცია იყო 2009 წელს. პროგრამული უზრუნველყოფის დარგში ის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციაა.

Symantec - კომპიუტერების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც დაფუძნებულია 1982 წელს აშშ-ში, მისი შტაბბინა კალიფორნიაშია. ყველაზე მეტად სახელი მოიხვეჭა ანტივირუსული პროგრამების შექმნით.

TCS-Tata Consultancy Services - ინდური უმსხვილესი კონგლომერატის Tata Group - ის შვილობილი კომპანია. იგი დაფუძნებულია 1968 წლიდან, შტაბბინა აქვს მუმბაიში, ინდოეთში, მუშაობს მსოფლიოს 42 ქვეყანაში და გააჩნია 142 ფილიალი.

Nintendo - ვიდეოთამაშების სფეროს უმსხვილესი იაპონური კომპანია, დაფუძნებულია 1889 წელს, როგორც ხელნაკეთი მისალოცი ბარათების საწარმო. ახლა კი ოფისები გააჩნია გერმანიაში, აშშ-ში, კანადაში და სხვ. მისი შტაბბინა კიოტოშია.

CA Technologies - რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Computer Associates Inc და შედის Fortune 500-ის შემადგენლობაში. იგი დაფუძნებულია 1976 წლიდან, მისი შტაბბინა ნიუ-იორკშია, ძირითადად სპეციალიზდება ანტივირუსული პროგრამების დამუშავებაზე, მაგრამ ასევე აწარმოებს უნივერსალურ კომპიუტერებს.

Adobe Systems - დაფუძნებულია 1982 წელს აშშ-ში. მისი პროდუქციის ძირითადი კატეგორიებია Desktop Software, Server Software, eLearning Software და მრავალი სხვა. კომპანია პოპულარული გახდა PDF Reader-ის და Photo Shop-ის გამოყენების შემდეგ.

Electronic Arts Inc - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია 1982 წლიდან და შტაბბინა აქვს კალიფორნიაში, ახორციელებს ვიდეოთამაშების პროგრამულ უზრუნველყოფას.

პირველი მანქანური პროგრამა შექმნა ლედი ადა ლაკლუისმა XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ჩარლზ ბებიჯის მანქანისათვის, მაგრამ ეს მანქანა ვერ დასრულდა, ამიტომ ლედი ლაკლუისის პროგრამა წმინდა თეორიულად დარჩა. შემდეგ 1936 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა ალან ტიურინგმა შექმნა პროგრამა თავისი ე.წ. „ტიურინგის მანქანისათვის“, ანუ ეს იყო აბსტრაქტული მანქანის მათემატიკური მოდელი, რომელსაც შეეძლო წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით სხვადასხვა თანმიმდევრული ოპერაციის შესრულება.

პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანები გაჩნდა 1940—50-იან წლებში.  თანამედროვე კომპიუტერებისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ინგლისელმა ჯონ ფონ ნეიმანმა. მან გამოიყენა ალან ტიურინგის მანქანა და შექმნა შემოკლებული კოდირების სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა პერფოლენტაზე ტელეტაიპის ნიშნების სახით. შემდეგ 50-იან წლებში გაჩნდა პირველი მაღალხარისხიანი პროგრამირების ენები: ჯონ ბეკუსმა შექმნა Fortran, გრეის ჰოპერმა - COBOl-ი.

პირველ პროგრამულ ფირმად ითვლება კომპანია System Development Corporation, რომელიც 1956 წელს შეიქმნა ამერიკული ფირმა RAND Corporation-ის ბაზაზე.

თანამედროვე კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს მრავალი სახის პროგრამებს, რომლებიც პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

-  სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა;

-  გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;

-  ინსტრუმენტული პროგრამული უზრუნველყოფა.

სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა - ეს არის კომპიუტერის მართვის სამუშაოთა პროგრამების ერთობლიობა, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დამხმარე ფუნქციას, მაგალითად, კომპიუტერის რესურსების მართვა, საცნობარო ინფორმაციის მიწოდება კომპიუტერის შესახებ და სხვ. ისინი ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის.

სისტემურ პროგრამებში ცენტრალური ადგილი ოპერაციულ სისტემებს უჭირავს (Operating Systems –OS). ეს არის პროგრამების მთელი კომპლექსი, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების შესასრულებლად (ჩატვირთვა, გაშვება, გამორთვა) ანუ კომპიუტერის რესურსების მართვის მიზნით მისი ჩართვიდან გამორთვის მომენტამდე. OS პროგრამა ირთვება ავტომატურად კომპიუტერის ჩართვასთან ერთად. ამ პროგრამების გავრცელებული მაგალითებია: MS DOS, Unix, Windows 9x, Windows XP. ამ ჯგუფში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამსახურებრივ ე.წ. „Utilitas“ პროგრამებს. ეს არის დამხმარე პროგრამები, რომლებიც მომხმარებელს აწოდებს დამატებით მომსახურებას იმ სამუშაოებზე, რომელსაც იგი ყველაზე ხშირად ასრულებს. ესენია: არქივატორი (პროგრამული არქივული ფაილების პროგრამების შექმნა, ინფორმაციის დაარქივება); ანტივირუსული; მუშაობის ოპტიმიზაციის და ხარისხის კონტროლის პროგრამები; ინფორმაციის დამცავი და აღმდგენი პროგრამები; კომპაქტდისკების ჩამწერი პროგრამები; საკომუნიკაციო პროგრამები.

გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება მომხმარებელს ძირითადი ამოცანის გადასაწყვეტად, ანუ - ეს არის ნებისმიერი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მოცემული პრობლემების ფარგლებში რაიმე ამოცანის წარმატებით გადაჭრას. ესენია: ტექსტური რედაქტორები (MS Word, Word Perfect); ცხრილური პროცესორები (MS Exel, Lotus 1-2-3, Quattro Pro), მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS Access, Oracle, MS SQL Server, Informix); გრაფიკული რედაქტორები (Corel Draw, Adobe Photoshop); ელექტროლექსიკონები (Prompt, Cokrat, Lingvo); ოფისური პაკეტები (Microsoft Office, Star Office)  და სხვ. იგი მოიცავს სხვადასხვა შინაარსის მქონე მომხმარებელთა გამოყენებითი პროგრამების პაკეტებს.

ინსტრუმენტულ პროგრამულ უზრუნველყოფას მიეკუთვნება: ახალი პროგრამების დასამუშავებლად საჭირო  პროგრამირების სისტემები: პასკალი, ბეისიკი. ჩვეულებრივ, ისინი მოიცავენ ტექსტის რედაქტირებას, ტრანსლიატორს, ბიბლიოთეკას, ვიზუალური პროგრამირების საშუალებებს: Visual, Basic, Java, C++, Delphi; მოდელირების სისტემებს: MatLab, ბიზნესპროცესების მოდელირების სისტემებს: Bp Win და სხვ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ დღეს უკვე პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი, მასშტაბების და ზრდის ტემპების მიხედვით, ერთ-ერთ პირველ ადგილზე გავიდა. ამასთან დაკავშირებით სულ უფრო აქტიური ხდება ამ ბაზრის სისტემური შესწავლა და მისი ფუნქციონირების განმსაზღვრელი პარამეტრების განსაზღვრა. დღეისათვის აღნიშნული ბაზრის სუბიექტებს, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებსა და მომხმარებლებთან ერთად, არალიცენზირებული ე.წ. „პირატული“ ვერსიების მწარმოებლებიც წარმოადგენენ.

ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ აგრეთვე გამოიწვია ე.წ. „პირატობის“ გაჩენა, ანუ ციფრული პროდუქციის არასანქცირებული გამოყენება. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების და საერთოდ არსებობის, ასევე „პირატობის“, როგორც მოვლენის წარმოქმნის და გავრცელების ძირითად „მიზეზს“ ინტერნეტი წარმოადგენს.

პროგრამული უზრუნველყოფის არალიცენზირებული გამოყენება ბოლო წლებში IT სფეროს ყველაზე დიდი და აქტუალური პრობლემაა. პირატული პროგრამების გამოყენებას მილიარდობით წაგება მოაქვს  დარგისათვის, ხოლო ახალი ტექნოლოგიების განვითარება საკმაოდ მუხრუჭდება სწორედ მისი მიზეზით. ანალიტიკური კომპანია Business Software Alliance-ის ბოლო წლების მონაცემების მიხედვით პერსონალური კომპიუტერების მფლობელების 73% ადასტურებს მათ მიერ პირატული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას. კოპიის მომხმარებელი იღებს იმავე პროდუქციას, როგორსაც ორიგინალის მფლობელი, მაგრამ მისი დანახარჯები ძალიან მცირეა და შეადგენს პირატული კოპიის მოძიებისას გაწეულ მიზერულ დანახარჯებს და იშვიათად, შესაძლო ჯარიმას პირატული საქონლის გამოყენებისათვის.

კომპიუტერული „პირატობა“, რა თქმა უნდა, იდევნება კანონით, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, IDC -ის (International Data Corporation - მსოფლიოში ერთ-ერთი საერთაშორისო კვლევითი და კონსალტინგური კომპანია, რომელიც შეისწავლის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მსოფლიო ბაზარს. მისი ფილიალები 110 ქვეყანაში მუშაობს) მონაცემებით, უკანასკნელ წლებში მთელი მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფის 43% პირატული იყო (აქედან დასავლეთ ევროპაში - 34%, აშშ-ში - 20%, ჩინეთში - 79%) და კომპიუტერული პირატობის TOP ათეული ასე გამოიყურება 

N

ქვეყანა

პროგრამული უზრუნველყოფის მთლიან მოცულობაში არალეგალურის %

2009

2011

2013

2015

1

ვიეტნამი

85

81

81

78

2

ზიმბაბვე

92

92

91

90

3

ინდონეზია

86

86

84

84

4

ჩინეთი

79

77

74

70

5

პაკისტანი

84

86

85

84

6

ყაზახეთი

78

76

74

73

7

უკრაინა

85

84

83

82

8

კამერუნი

83

83

82

82

9

რუსეთი

67

63

62

64

10

ბოლივია

80

79

79

79

დღეისათვის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთ თანამედროვე ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს დარგის მასშტაბების უსწრაფესი ზრდა და ამ ზრდის ტემპების არნახული დაჩქარება, ხოლო ძირითად ტენდენციას „პირატობის“ განსაკუთრებულად სწრაფი ზრდა წარმოადგენს. ამიტომაც ბევრი ექსპერტული კვლევა ეძღვნება საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში  პირატობის პრევენციული კონტროლის და აღმოფხვრის პრობლემებს. ყოველი მათგანი თითქმის ერთ დასკვნამდე მიდის - პირატობიდან სრული დაცვა მწარმოებელს ძალიან ძვირი დაუჯდება და თითქმის შეუძლებელია. დღევანდელ პირობებში თითქმის ნებისმიერი ტექნოლოგიური დაცვის „გატეხვა“ შესაძლებელია, ამიტომ მისი ზედმეტი გართულება შედეგს ვერ მოიტანს, ეს მომხმარებლისათვის დამატებით სირთულეს ქმნის. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ ოპტიმალურ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს ფირმების მიერ პირატობის მცირე ოდენობით დაშვება. ამ შემთხვევაში საკითხი დგება იმ „მცირე ოდენობის“ სიდიდის მოსაძებნად, რომელიც ოპტიმალური იქნება.

ბევრ ქვეყანაში, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე წამყვან პოზიციებს იკავებენ, აუცილებელი გახდა პირატობასთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეს  შეიძლება იყოს ტექნიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური მეთოდები.

მათი კომპლექსური გამოყენებით შესაძლებელია მეტ-ნაკლებად წარმატებული ბრძოლა ისეთ ურთულეს და ფართოდ გავრცელებულ მოვლენასთან, როგორიცაა პროგრამული პირატობა. ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი ღონისძიებების გატარება აუცილებლად სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა ხდებოდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://batop.ru/top-10-proizvoditeley-programmnogo-obespecheniya-v-mir
  2. https://ru.wikipedia.org/wiki Програ́ммное обеспе́чение
  3. https://studfiles.net/preview/6326866/page:12 Классификация программного обеспечения пк
  4. https://disser.spbu.ru/disser2/320/disser/Saltan-Thesis.pdf Математические методы и модели анализа рынка программного обеспечения при наличии внешнего сетевого эффекта и компьютерного пиратства
  5. http://economy-ru.info/info/142003/Специфические особенности программного обеспечения
  6. https://www.inventech.ru/lib/quality/quality-0040/ Разработка программного обеспечения и экономика
  7. http://prog.bobrodobro.ru/44553 Понятие программного обеспечения
  8. http://davaiknam.ru/text/sovremennie-tehnologii-razrabotki-programmnogo-obespecheniya-m Современные технологии разработки программного обеспечения
  9. https://studfiles.net/preview/953377/page:33/ Современные методы и средства разработки программного обеспечения